|
2021-03-12 14:53:36, 706 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანჰესის“ კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა დროებით ჩერდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანჰესის“ კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა დროებით ჩერდება. მისი თქმით, პროცესი შეჩერებული იქნება იმ დრომდე, სანამ ძირითად საკითხებზე ხელახალი კვლევები არ ჩატარდება. „პროექტი, როგორც ადრეც ვთქვით, არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი, ჩვენ ამაში ეჭვი რა გვეპარება და მთლიანობაში, „ნამაჰვანჰესი“ არის აუცილებელი ჩვენი ენერგეტიკის დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ ვინაიდან ჩვენ გვესმის, რომ არის გარკვეული უნდობლობა, კითხვები და ეს ლეგიტიმური კითხვებია, შევთანხმდით კომპანიასთან, მოვთხოვეთ რამდენიე რამ: პირველი და მნიშვნელოვანია პროექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ეკოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით, გეოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით გვაქვს შეთანხმება, რომ კომპანია გააგრძელებს ჰესის მშენებლობას მხოლოდ დამხმარე ინფრასტრუქტურის ნაწილში და არ დაიწყებს ძირითადი ნაწილის მშენებლობას, რაც არის კაშხალი და წყალსაცავი, რაც სხვადასხვა აჟიოტაჟის საგანი იყო, ამასობაში ჩვენ მოვიწვევთ დამოუკიდებელ ექსპერტებს და უმრავლესობა ჩაერთვება ამაში, მოხდება რამდენიმე ძირითადი კვლევის გადამოწმება, სრულიად გახსნილად და შემდეგში უკვე, კომპანია იმსჯელებს არის თუ არა პროექტში რაიმე კორექტივა შესატანი, მანამდე კი, კაშხლის, წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება, თუმცა კომპანია გააგრძელებს გზის მშენებლობას, რომელიც მოსახლეობას შემდეგ უფასოდ გადაეცემა“, - განაცხადა ნათია თურნავამ. ცნობისთვის, დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი „ნამახვანჰესის" საკითხთან დაკავშირებით მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წარმომადგენლებს და სპეციალისტებს შეხვდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)