|
2021-03-12 12:40:02, 587 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - 11 წლის წინანდელი ჩანაწერების ფაბრიკაციით დადასტურდა, რომ ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი
მოსახლეობისთვის მინდა განვმარტო, ჩანაწერები არის ფაბრიკაცია, 11 წლის წინანდელი ჩანაწერებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ჩანაწერები, რომელიც გავრცელდა, შედგება უამრავი საუბრისგან და ის სრულად არის ფაბრიკაცია. „ეს ჩანაწერები არის ფაბრიკაცია, 11 წლის წინანდელი ჩანაწერების, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი და ყველას უსმენდნენ, მეორე ის, რომ თვითონ ჩანაწერი შედგება უამრავი საუბრებისგან, ეს ჩვეულებრივი ფაბრიკაციაა, საუბარი იყო იმზე, თუ რატომ ახსენებდა ბერა ივანიშვილი ჩემთან საუბარში, რომ მინისტრები დამირეკავნდნენ, მინდა განმარტება გავაკეთო, მე 8 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს, ვმართავდით არა ერთ პროექტს, 200-300 მილიონის პროექტები გვქონდა წლის განმავლობაში და მაში მე მიწევდა პირდაპირი კომუნიკაცია მთავრობის უწყებებთან, მათ შორის მინისტრებთან, მე პირდაპირი კომუნიკაცია მქონდა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და რა თქმა უნდა, აქ არავითარი ლოგიკა არ არსებობს იმისა, თუ რატომ უნდა ყოფილიყო სხვანაირად აღქმული და გაგებული ეს საკითხი. საუბარი იყო , თითქოს ეს ჩანაწერები 2017 წელს იყო გაკეთებული, 2017 წელს მე ვიყავი ბიზნესში, მას შემდეგ მე არ ვყოფილვარ საჯარო პოლიტიკაში, ეს არგუმენტიც არის აბოლუტურად არალეგიტიმური“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)