|
2021-03-10 17:58:34, 572 ნახვა
საზოგადოება
შემოქმედის ეპარქიაში დეკანოზს მღვდელმოქმედება განუსაზღვრელი ვადით აეკრძალა
შემოქმედის ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ ბასილ კვირჩილაძეს მღვდელმოქმედების უფლება აეკრძალა. შემოქმედის ეპარქიის მიერ გავრცელებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება საპატრიარქოში 3 მარტს მიიღეს, დადგენილება დღეს გამოქვეყნდა. „კომისიაზე სხვა საკითხებთან ერად განიხილეს შემოქმედის ეპარქიის მღვდელმსახურის დეკანოზ ბასილ კვირიჩალაძის საკითხი. კომისიის წინაშე მოხსენებით წარსდგა შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები. მიტროპოლიტმა იოსებმა ისაუბრა დეკანოზ ბასილი კვირიჩილაძის ზნეობრივი ხასიათის დარღვევის შესახებ და წარმოადგინა შესაბამისი მკიცებულებები. კომისიამ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და თავად განსასჯელი სასულიერო პირის პირადი აღიარების საფუძველზე, დეკანოზი ბასილი კვირჩილაძე სცნო დამნაშავედ და მიიღო გადაწყვეტილება, რომ განუსაზღვრელი ვადით აეკრძალოს მღვდელმოქმედება“, - ნათქვამია დადგენილებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)