03:13 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-09 15:44:52, 522 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: საუბარი იყო, რამდენად შეიძლება მოეხდინა გავლენა ტვიშის მიკროზონაზე წყალსაცავს

„მნიშვნელოვანი შეფასება გაკეთდა მიკროკლიმატზე, ესეც ერთ-ერთი აქტუალური საკითხი იყო, რომელიც მოსახლეობას აღელვებდა. ეს არის ხეობა, სადაც არის მევენახეობის განსაკუთრებული მიკროზონა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო ტვიში იწარმოება ამ ხეობაში. საუბარი იყო, რამდენად შეიძლება მოეხდინა გავლენა ტვიშის მიკროზონაზე წყალსაცავს. ეს კვლევა ჩაატარა მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე  სანდო ფრანგულმა კომპანიამ ,,Terraclima”. მინდა გითხრათ, რომ ეს არის კომპანია, რომელიც აკეთებს კლიმატის შეფასებას და კვლევებს ისეთი კომპანიებისთვის, როგორიც არის „მოეტი" (Moet), „ჰენესი“ (Hennesy) და „ლუი ვიტონი“ (Louis Vuitton), მათ შორის, კვლევებს შამპანურის ყველაზე დიდი ბრენდისთვის, „მოეტი“. ყველაზე ძვირფასი ღვინო, თუ რამე არსებობს და იწარმოება, ეს კომპანია მათი მიკროკლიმატის შეფასებას აკეთებს. აქაც, ვფიქრობ, რომ რეპუტაცია და სანდოობა არის მაღალი“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის მიზნით წარმოდგენილ გზშ-ის ანგარიშსა და თანდართულ მიკროკლიმატზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში, რომელზეც იმუშავა ,,Terraclima”, აღწერილია ადგილობრივ ტემპერატურასა და ტენიანობაზე პოტენციური ზემოქმედების საკითხები, მათ შორის, საპროექტო წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ვენახებში ბიოკლიმატური პარამეტრების ცვლილება. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, დიდი რეზერვუარების გარშემო მიკროკლიმატური ცვლილებების თაობაზე საერთაშორისო კვლევებმა აჩვენა, რომ პროექტის მსგავს გარემოში, ჰორიზონტალური ზემოქმედება ტემპერატურასა და ტენიანობაში შეიძლება აღინიშნებოდეს დაახლოებით 100 მეტრში რეზერვუარების ნაპირიდან. შესაბამისად, მიკროკლიმატური ეფექტები (ტემპერატურა, ქარი, ტენიანობა) ლოკალიზებულ იქნება რეზერვუარის ზედაპირზე და უშუალოდ მის გარშემო (მომავალი რეზერვუარიდან 100 მ მანძილზე). ამის დასადასტურებლად, დამონტაჟებული იქნება მეტეოსადგურების ქსელი და ტემპერატურის/ტენიანობის სენსორები ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ტერიტორიების ადგილობრივი კლიმატის მუდმივი მონიტორინგისთვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics