|
2021-03-09 11:49:14, 348 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად
„საქართველოს ბანკი“, როგორც ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს. პანდემიის შედეგად საგრძნობლად გაზრდილი ონლაინ გაყიდვების ფონზე, ბანკი ქალ მეწარმეებს, Visa-სთან პარტნიორობით, ციფრული ადაპტაციის უფასო პროგრამას სთავაზობს. პროექტის ფარგლებში 100 შერჩეული ქალი მეწარმე, რომელიც საქართველოს ბანკის მომხმარებელია, ავტომატურად ჩაერთვება ციფრული ადაპტაციის პროგრამა „Adapter“-ში, რომელიც ბიზნესს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში უწევს დახმარებას, როგორიცაა: დისტანციური გაყიდვები, გაყიდვების და მარაგების მართვა, საბანკო სერვისები, დისტრიბუცია და ლოგისტიკა. გარდა ამისა, ბანკი ბიზნესების წახალისების მიზნით, იზრუნებს მეწარმეების პროდუქციის სოციალური ქსელებით უკეთ წარმოჩენასა და ცნობადობის ზრდაზე. „მოხარული ვართ, რომ Visa-სთან პარტნიორობით გვაქვს შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი ქალ მეწარმეებს და ხელი შევუწყოთ მათი საქმიანობის განვითარებას. დღეს ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ციფრული გაყიდვების არხის ქონა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩვენი მომხმარებელი ქალი მეწარმეების „Adapter”-ში ჩართვა. პროგრამის ფარგლებში ისინი შეძლებენ მარტივად გააციფრულონ საკუთარი მაღაზიები და ამგვარად განაგრძონ პროდუქციის ონლაინ გაყიდვა. ამასთან, სოციალური ქსელების საშუალებით აქტიურად ჩავერთვებით მათი პროდუქციის პოპულარიზაციაში, რათა გავზარდოთ მათზე ცნობადობა. გვჯერა, რომ პროექტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქალი მეწარმეების და ზოგადად ადგილობრივი ბიზნესის გაჯანსაღებაში. გვინდა წარმატება ვუსურვოთ პროექტის მონაწილეებს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა. ”Visa–ს მისიის მნიშვნელოვან ასპექტს ინდივიდუალური ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარება წარმოადგენს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ ფოკუსირება მოვახდინეთ მცირე და საშუალო ბიზნესისა და მეწარმე ქალების მხარდაჭერაზე. ჩვენი მიზანია, ვუზრუნველვყოთ ქალი ანტრეპრენერების მცირე ბიზნესები სხვადასხვა რესურსით, საჭირო ინფორმაციითა და ახალი შესაძლებლობებით, რაც მათ ბიზნესის გარდაქმნასა და განვითარებაში დაეხმარება. ჩვენ ამას სხვადასხვა მეთოდით ვაკეთებთ - Visa-ს She's Next ინიციატივის საშუალებითა თუ საგანმანათლებლო პროგრამით, რომელიც მიზნად ისახავს ქალებს შესძინოს საჭირო ცოდნა და უნარები თავიანთი ბიზნესის დიჯიტალიზაციისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია დავეხმაროთ ბიზნესს უკეთესად ადაპტირდნენ ახალ რეალობაში”,- განაცხადა კრისტინა დოროშმა, Visa– ს რეგიონალურმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)