|
2021-03-08 17:09:27, 575 ნახვა
საზოგადოება
ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ქალაქში 1 000 მშობლის მარში მიმდინარეობს
თბილისში, გორში, ზუგდიდში, ბათუმში, თელავში, მარნეულში, ქობულეთში, ქუთაისში, რუსთავში, ახალციხესა და ხარაგაულში 1 000 მშობლის მარში მიმდინარეობს. თბილისში მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყება და კანცელარიასთან დასრულდება. პროტესტის 100 დღე არის კამპანია, რომელიც გოგოების და ქალების მიმართ სქესობრივ ძალადობას უპირისპირდება. აქციის წევრები სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად რეფორმების გატარებას ითხოვენ. „შეცვალეთ სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი; შექმენით პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს; გახადეთ სქესბრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას; გაზარდეთ ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა; დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო“, - აცხადებენ აქტივისტები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)