|
2021-03-08 13:16:17, 560 ნახვა
საზოგადოება
სამოქალაქო აქტივისტები გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიების დასაწყებად ხელმოწერებს აგროვებენ
სამოქალაქო აქტივისტები, „მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრები, გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიების დასაწყებად ხელმოწერებს აგროვებენ და ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის გადადგომას ითხოვენ. სამოქალაქო აქტივისტები ხვალ, 12 საათზე, გენერალურ პროკურატურას მიმართავენ და დღეს დღის განმავლობაში შეგროვებულ ხელმოწერებსაც წარადგენენ. „ხვალ, 12:00 საათზე მივმართავთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყების შემდეგ დაიკითხონ ჩანაწერებში ფიგურანტი პირები, ბერა ივანიშვილი, ღარიბაშვილის, შს მინისტრი“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ. შეგახსენებთ, რომ „ტვ. პირველმა" 6 მარტს გაავრცელა ფარული აუდიო ჩანაწერები, სადაც ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მისთვის არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის დასჯას უკვეთავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)