|
2021-03-05 13:42:20, 455 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ ჯგუფს შევხვდებით
„როგორც მე, ასევე ლევან დავითაშვილი მზად ვართ, რომ „რიონის მცველებს," როგორც ერთ-ერთ აქტიურ ჯგუფს, რომლებიც კითხვებს სვამენ, საჯაროდ შევხვდეთ მათთვის მისაღებ ფორმატში. იმედი გვაქვს, რომ ყველა კითხვაზე პასუხს გავცემთ იმიტომ, რომ ეს ადამიანები გულწრფელად გამოხატავენ პროტესტს“, - ამის შესახებ განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ცაგერში „ნამახვანი ჰესის" პროექტის შესახებ მოსახლეობასთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბარში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრას მართავენ. პირველი შეხვედრა ცაგერის კულტურის სახლში მიმდინარეობს. მინისტრის განცხადებით, ხალხთან, რომლებიც „ნამახვანი ჰესის" მშენებლობას აპროტესტებენ, აუცილებელია დიალოგი, შეხვედრების გამართვა და მეტი განმარტება. „ვფიქრობ, როდესაც ადამიანები გულწრფელად გამოხატავენ პოზიციას და არ არიან ანგაჟირებულები პოლიტიკურად, არ აქვთ რაღაც ნეგატიური დღის წესრიგი და მე გულწრფელად მჯერა, რომ სწორედ ასეთი ადამიანები არიან „რიონის მცველები", ვინც იქ გამოხატავს პროტესტს, ყოველთვის მოინახება შეთანხმების კონსტრუქციული პლატფორმა“, - განაცხადა მინისტრმა. ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, შეხვედრები უნდა იყოს გულწრფელი, დიალოგი კი - საქმიანი. მისი შეფასებით, შეხვედრებზე უნდა ხდებოდეს კონკრეტული პასუხების მიწოდება და ნაკლები დესტრუქცია და პოპულიზმი - ეს არ უნდა იყოს „შეხვედრა შეხვედრისთვის" „ვეცდებით ყველანაირად, ყველა დაინტერესებული პირი დავარწმუნოთ, რომ ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობისთვის ნამახვანი და მსგავსი ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც იმპორტზე ნაკლებდამოკიდებულს გაგვხდიან, აუცილებლად უნდა აშენდეს, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ პანდემიის გამო, დაწესებული შეზღუდვების გამო, ჩვენ მოვაკელით კომუნიკაცია მოსახლეობას და ამიტომაც დაგროვდა ამდენი შეკითხვა. ჩვენ ვხედავთ ამ პრობლემას. პრემიერ-მინისტრმა მკაფიო დავალება მოგვცა, რომ აღმოვფხვრათ კომუნიკაციის ნაკლებობა და მაქსიმალური განმარტებები გავაკეთოთ. გარდა ამისა, ვეცდებით გავითვალისწინოთ ის, რაც იქნება რაციონალური. ყოველთვის არის პლატფორმა დიალოგისთვის, ამიტომ ყველა დაინტერესებულ ჯგუფს შევხდებით“, - განაცხადა მინისტრმა.
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)