11:33 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-05 11:26:04, 463 ნახვა

სამართალი
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმაში ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

დღევანდელ პროცესზე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებენ.

ბრალდების მხარე პატიმრობაში დატოვების, ხოლო დაცვის მხარე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.

დაკავებულების ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები წაყენებულ ბრალდებას აღიარებენ.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები აღიარებენ ბრალს. თუმცა ბრალდების მხარეს მოტივაციაში ჩაწერილი აქვს პოლიტიკური შეუწყნარებლობა, რომელსაც ჩემი ბრალდებულები არ თანხმდებიან. მოტივს არ ეთანხმებიან, რადგან ამბობენ, რომ პოლიტიკური მოტივები არ გააჩნდათ და სიმთვრალის ნიადაგზე სპონტანურად წამოჭრილი ქმედება იყო“, - განაცხადა დაკავებულების ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ გორში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს 4 პირი თავს 2 მარტს დაესხა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში პოლიციის ჩხრეკის დროს პიკასოს მოპარული ნახატი აღმოაჩინეს
ანკარამ ნატოს სამიტის გამო საპროტესტო აქციებსა და დრონების ფრენებზე 13-დღიანი აკრძალვა დააწესა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდა
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics