11:18 - 11 May, 2026
|
2015-10-07 16:13:35, 1334 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ხომალდებმა სირია კასპიის ზღვიდან დაბომბეს
რუსეთის სამხედრო ხომალდებმა „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისი თქმით, გემებმა ტერორისტულ ორგანიზაციის ობიექტები კასპიის ზღვის აკვატორიიდან დაბომბეს. პუტინის განცხადებით, სულ 26 რაკეტა იქნა გაშვებული, რომელმაც 11 სამიზნე გაანადგურა. „ის ფაქტი, რომ ჩვენ გავუშვით რაკეტები კასპიის ზღვიდან და გავანადგურეთ 1500 კილომეტრში მდებარე სამიზნეები, მეტყველებს ჩვენი თავდაცვითი–სამრეწველო კომპლექსის კარგ მუშაობასა და პირადი შემადგენლობის გაწვრთნის მაღალ დონეზე“, – განაცხადა პუტინმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთი სირიაში საჰაერო ოპერაციას 30 სექტემბრიდან ატარებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)