|
2021-02-22 16:58:59, 1309 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნესში ერთ-ერთ ყველაზე მოსაწყენ, თუმცა აუცილებელ საქმედ ითვლება - ბუღალტერია
ბიზნესში ერთ-ერთ ყველაზე მოსაწყენ, თუმცა აუცილებელ საქმედ ითვლება - ბუღალტერია. ვის მივაბაროთ ეს ამოცანა და ვინ არის შეცდომებზე პასუხისმგებელი?! თანამედროვე ბიზნეს სამყარო ერთი გამოწვევის წინაშე დადგა. სრულ ან ნახევარ განაკვეთზე დაქირავებული ბუღალტრები, მიუხედავად გამოცდილებისა და ცოდნისა, ხშირად უშვებენ შეცდომებს. ეს შეცდომა კი კომპანიას უჯდება ძვირად. ბუღალტრის შეცდომებზე პასუხს სწორედ ის აგებს და ისვე ზარალობს. ამ სერვისზე გაზრდილმა მოთხოვნამ და ერთად შეკრებილმა პროფესიონალთა გუნდმა შექმნა ახალი, ინოვაციური კომპანია „AccountAnts“. ყველაზე ძვირფასი რათქმაუნდა მათი გამოცდილება და ცოდნაა, თუმცა ის რაც მათ რეალურად განასხვავებს სხვა ბუღალტრებისგან არის პასუხისმგებლობა. ბუღალტერიის საფუძვლების ცოდნა და მუდმივი კონტროლი საჭირო აღარ არის, რადგან შესრულებულ საქმესთან დაკავშირებით მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ენთები აიღებენ. შესაბამისად დამკვეთს რომელიც ამ სერვისით ისარგებლებს შეუძლია მშვიდად იყოს, რადგან საბუღალტრო საქმეები ადეკვატურ ფასად, გამართულად, სრულ პასუხისმგებლობასთან ერთად გადაბარებული იქნება აუთსორს კომპანიაზე. რა შეიძლება მივანდოთ ენთებს? კონსულტაცია
თუ ჯერ კიდევ დაგრჩათ შეკითხვები საბუღალტრო და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, საერთოდ არ იცით რა სჭირდება თქვენს კომპანიას, ფინანსური პროცესების დარეგულირება ან კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გჭირდებათ - უბრალოდ გაიარეთ კონსულტაცია ენთებთან. საგადასახადო დეკლარაცია/ყოველთვიური რეპორტინგი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საბუღალტრო საქმეში არის სახელმწიფოს წინაშე შემოსავლებისა და ხარჯების რეპორტინგი. ამ კუთხით დაშვებულ შეცდომებს ყველაზე სავალალო შედეგები მოაქვს, მაგრამ ახლა უკვე გაქვთ საშუალება ეს საქმე მიანდოთ ენთებს. ძველი პერიოდების აღრიცხვის გასწორება ენთების გუნდი მზად არის სხვის დაშვებულ შეცდომებზეც იმუშავოს, რაც ძალიან მოსახერხებელი და საჭიროა მათთვის, ვისაც უკვე ქონდა ცუდი გამოცდილება ამ დარგში. აუთსორს კომპანიების სერვისებით სარგებლობა, უკვე აპრობირებული და მსოფლიოს მასშტაბით მოთხოვნადი მიდგომაა. ბუღალტერიის სფეროს კი განსაკუთრებულად სჭირდებოდა მსგავსი გადაწყვეტა, ზემოთ აღნიშნული პასუხისმგებლობის საკითხის დასარეგულირებლად. ენთების დაგროვებული გამოცდილება და უკვე ჩამოყალიბებული რეპუტაცია კი შესანიშნავ სტარტს ქმნის ქართული ბიზნესის მეტად განვითარებისთვის.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)