|
2021-02-21 21:26:15, 373 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე: სახელმწიფო კლინიკების გაძლიერების მასშტაბური პროცესი დავიწყეთ
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში ჯანდაცვის სექტორის ფუნდამენტურ რეფორმასა და სახელმწიფლო კლინიკების გაძლიერების სტრატეგიაზე ისაუბრა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდ ინფიცირებულ პაციენტთა ნაკადების 30% სწორედ სახელმწიფო კლინიკების მიერ იმართა. „პანდემიის პარალელურად, მოსახლეობის ჯანდაცვზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და დავიწყეთ სახელმწიფო კლინიკების გაძლიერების მასშტაბური პროცესი. ისევე, როგორც მსოფლიოს ყველა განვითარებულ სახელმწიფოს, საქართველოსაც უნდა ჰქონდეს მძლავრი ინსტრუმენტი, რომელიც უპასუხებს მოსახლეობის მოთხოვნას ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების მისაღებად. დღეს საქართველოს საწოლფონდში სახელმწიფო დაწესებულებების წილი არის მხოლოდ 15%. ხოლო ევროპის ქვეყნებში აღნიშნული მაჩვენებელი 50%-ზე მეტია. ძლიერი სახელმწიფო დაწესებულებები ნიშნავს მზაობას მოსახლეობის მასშტაბურ სამედიცინო საჭიროებებზე პასუხისთვის. ამის მაგალითი სულ ახლახანს ვიხილეთ, როდესაც კოვიდ ინფიცირებულ პაციენტთა ნაკადების 30% სწორედ სახელმწიფო კლინიკების მიერ იმართა",- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)