23:39 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-16 10:21:25, 1025 ნახვა

მსოფლიო
ჯანმო-მ AstraZeneca-ს ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა.

შესაბამისი ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზაციის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

აღნიშნული გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა, ვაქცინა გამოყენებული იყოს გლობალურ მასშტაბში COVAX-ის მექანიზმის მეშვეობით.

„ახლა ყველაფერი გვაქვს ვაქცინების სწრაფი განაწილებისთვის, მაგრამ წარმოება ჩვენ ჯერ კიდევ უნდა გავაუმჯობესოთ“, - აღნიშნა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ყველა ასაკის ზრდასრულისთვის გამოყენების რეკომენდაციას იძლევა, რომელიც 8-12 კვირის ინტერვალით უნდა გაკეთდეს.

მათივე რეკომენდაციით, AstraZeneca-ს გამოყენება კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის შემთხვევაშიცაა შესაძლებელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics