08:41 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-06 13:21:37, 652 ნახვა

საზოგადოება
სერგეენკო: პაციენტებს, რომლებიც ტუბერკულოზის სამკურნალო დანიშნულებას არ დაემორჩილებიან, სტაციონალურ პირობებში უმკურნალებენ

ტუბერკულოზის მკურნალობა საქართველოში სავალდებულო ხდება. აღნიშნულს "ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ"  კანონპროექტი  ითვალისწინებს.

ამ თემაზე განმარტება დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გააკეთა. მინისტრის თქმით, პაციენტები,  რომლებიც  ტუბერკულოზის სამკურნალო დანიშნულებას  არ  დაემორჩილებიან, იძულებული გახდებიან, მათ სტაციონალურ  პირობებში უმკურნალონ.

"ტუბერკულოზი სპეციფიური დაავადებაა, რომლის გადაცემაც ხშირად აერწვეთოვანი გზით ხდება. ამიტომ მნიშვენლოვანია, რომ ყველა პაციენტი, რომელსაც სახელწმიფო უზრუნველყოფს თანამედროვე მკურნალობით, ამ მკურნალობას დაექვემდებარონ და მიიღონ, არის ერთეული შემთხვევები, როცა პაციენტები არ ემორჩილებიან დანიშნულებას. ამ შემთხვევაში, საზოგადოების  უასაფრთხოებიდან გამომდინარე, იძულებული გავხდებით,რომ ერთგვარი იზოლაცია, მკურნალობა ჩავუტაროთ სტაციონალურ პირობებში და არა ამბულატორიაში",-განაცხად დავით სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უსიკი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics