2021-02-09 11:31:13, 1616 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროკავშირის მარეგულირებელმა სააგენტომ რუსულ ვაქცინასთან კონსულტაციების ეტაპი დაასრულა
ევროკავშირის მარეგულირებელმა სააგენტომ დაასრულა რუსულ კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინასთან, Sputnik V-თან სამეცნიერო კონსულტაციის ეტაპი.
"როგორც შემდეგი ნაბიჯი, კომპანიას შეუძლია მოამზადოს განცხადება სარეგისტრაციო მოწმობის მისაღებად", - აცხადებენ მედიკამენტების ევროპულ სააგენტოში.
ამასთანავე, განმარტეს, რომ სამეცნიერო კონსულტაციის პროცესი კარგად არის დალაგებული მიზნად ისახავს კომპანიებისთვის "მათი განვითარების პროგრამის მომზადებას".
კომპანიაში აღნიშნეს, რომ ევროკავშირის მარეგულირებელ სააგენტოს ჯერ არ მიუღია განცხადება ჰიმალაის ცენტრისგან და პირობების განხილვას მხოლოდ მათი განმარტების შემდეგ შეძლებენ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან