2021-02-07 15:50:52, 4444 ნახვა
ომი უკრაინაში
ამერიკული კომპანია თანამშრომლებს, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინით აიცრებიან ფულს გადაუხდის
ამერიკული კომპანია თანამშრომლებს, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინით აიცრებიან ფულს გადაუხდის, - ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის საიტზეა მოცემული.
როგორც კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, კოვიდვაქცინით აცრილი ყველა თანამშრომელი ერთჯერადი პრემიის სახით 100$-ს მიიღებს.
Kroger-ს მარკეტები ამერიკის 35 შტატში აქვს. კომპანიაში კი ათასობით ადამიანია დასაქმებული.
ცნობისთვის, აშშ-ში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 102 420 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 618 პაციენტი.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 26 916 192-მდეა გაზრდილი, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი კი, 462 173-ს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, აშშ ვირუსით ინიფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების რიცხვით, პირველ ადგილზეა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,