17:55 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-06 19:37:57, 511 ნახვა

კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი დავით-გარეჯზე - ჩემი მინისტრობის პერიოდშიც იყო შეუთანხმებელი მონაკვეთები საზღვარზე

„ჩემი მინისტრობის პერიოდშიც იყო შეუთანხმებელი მონაკვეთები საზღვარზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო იწყება და მთავრდება საზღვრებით და რომ არა საზღვრები, ეს სახელმწიფო სრულყოფილი არ არის.

„მე როცა ვიყავი მინისტრი, დავსვი კითხვა, ჩვენ რამდენი წელია, დამოუკიდებელი ქვეყნები ვართ, ძალიან კარგი ურთიერთობებით ბევრი მიმართულებით და ჯერ არ გვაქვს დასრულებული დელიმიტაცია - იყო შეუთანხმებელი მონაკვეთები საზღვარზე.

როცა დავბრუნდი, როგორც პრეზიდენტი, დამხვდა იგივე სიტუაცია - რომ შეუთანხმებელია, დელიმიტაცია არ არის და მე მიმაჩნია, რომ სახელმწიფო იწყება და მთავრდება საზღვრებით. რომ არა საზღვრები, ეს სახელმწიფო სრულყოფილი არ არის.

მე მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი, ამიტომ ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში პირველივე ვიზიტის დროს დავსვი ეს საკითხი. პრეზიდენტის პასუხი იყო იგივე - დავასრულოთ, რაც დავიწყეთ 30 წლის წინო“,  - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics