2021-02-06 13:56:16, 1593 ნახვა
ომი უკრაინაში
საფრანგეთის ხელისუფლება ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის მესამედ დაწესებას არ გამორიცხავს
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, საფრანგეთის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის მესამედ დაწესება გახდეს საჭირო.
აღნიშნულის შესახებ გამოცემა Ouest-France-თან ინტერვიუში საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა.
„დარწმუნებით ვერავინ იტყვის, რომ შევძლებთ ეპიდემიის დამარცხებას ახალი კარანტინის გარეშე. ცალსახაა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ეპიდვითარება გამოსწორებულია, ეს კი იმის შედეგია, რომ თვეების წინ გამოვაცხადეთ შეზღუდვები. ახალი კარანტინი იმ შემთხვევაში გამოცხადდება, თუ სიტუაცია მკვეთრად გაუარესდება", - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან