13:55 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-03 18:27:33, 906 ნახვა

მსოფლიო
გერმანია ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გამო, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს

გერმანიის მთავრობა მოსკოვის სასამართლოს მიერ კრემლის მთავარი კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დაკავების გამო, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, როგორც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, ნავალნის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი კანონის უზენაესობის სტანდარტებისგან შორსაა.

გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის, შტეფან ზაიბერტის განცხადებით, ბერლინი ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციებს ევროპელ პარტნიორებთან გამართავს.

ცნობისთვის, რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის მოსკოვის სასამართლომ 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics