|
2021-01-31 18:29:20, 1761 ნახვა
ომი უკრაინაში
მარტის პირველ ნახევარში საქართველოში ასტრაზენიკას ვაქცინა შემოვა
დადასტურებულია, რომ შემდეგი ვაქცინა, რომელიც საქართველოს მოეწოდება, „ასტრაზენეკასი“ იქნება - განცხადება ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა. მისი ინფორმაციით, ვაქცინას ქვეყანა მას მარტის პირველ ნახევარში მიიღებს. "პირველ ეტაპზე ქვეყანაში შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა, 29 250 დოზა, ორჯერადი გაკეთებით. ეს არის დაახლოებით 14 500 ადამიანის დოზა. როგორც მაქვს ინფორმაცია, ვაქცინა შემოვა თებერვლის მეორე ნახევარში. ასევე უკვე დადასტურებულია, რომ შემდეგი ვაქცინა, რომელიც მოგვეწოდება, იქნება „ასტრაზენეკასი“, 180-დან 300 ათას დოზამდე და ეს იქნება დიდი ალბათობით, მარტის პირველ ნახევარში" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. თებერვლის თვეში შემოტანილი Pfizer-ის 30 000 დოზიდან დაახლოებით 15 000 მედიკოსის აცრა იგეგმება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. ოქსფორდის უნივერსიტეტი და ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca კორონავირუსის წინააღმდეგ მათ მიერ ერთობლივად შექმნილი კანდიდატი ვაქცინის — ChAdOx1 nCoV-2019-ის დასკვნითი, მე-3 ფაზის შიდა მონაცემებს აქვეყნებენ. როგორც ეს მონაცემები აჩვენებს, ვაქცინა ეფექტიანად ახდენს COVID-19 (SARS-CoV-2)-ის პრევენციას და უზრუნველყოფს მისგან მაღალი დონის დაცვას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)