|
2021-01-26 18:14:37, 585 ნახვა
კომენტარი
ხატია დეკანოიძე - საკმარისად უნდა გავბრაზდეთ, რათა ვაჩვენოთ, რომ ჩვენი უფლებების ბატონ-პატრონი ვართ
უნდა გავბრაზდეთ საკმარისად, რომ ბევრი ადამიანი გამოვიდეს, რათა ხელისუფლებას ვაჩვენოთ, რომ ჩვენი უფლებების ბატონ-პატრონი ვართ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, წარმოუდგენლად შეურაცხმყოფელია, როდესაც საქართველოს გაღატაკებულ ეკონომიკას ევროპის ქვეყნებისას ადარებენ, სადაც ხალხს დანაზოგი აქვს. "ჭორაობას უწოდებს გახარია იმას, რომ ჩვენ და ეს ადამიანები ვსაუბრობთ იმაზე, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში, ამიტომ ჩემი მოთხოვნა, როგორც არა მხოლოდ პოლიტიკოსის, არამედ რიგითი ადამიანის, მოქალაქის, ეს არის ის, რომ ქვეყანა უნდა გაიხსნას, იმიტომ რომ წარმოუდგენლად შეურაცხმყოფელია, როდესაც საქართველოს გაღატაკებულ ეკონომიკას ადარებენ შვეიცარიის, საფრანგეთისა და იტალიის ეკონომიკას, სადაც ყველა ადამიანს დანაზოგი აქვს. ამიტომ უნდა გავბრაზდეთ საკმარისად იმისთვის, რომ ბევრი ადამიანი გამოვიდეს, რათა ხელისუფლებას ვაჩვენოთ, რომ ჩვენი უფლებების ბატონ-პატრონი ვართ!", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)