|
2021-01-24 14:54:13, 804 ნახვა
კომენტარი
ზურა ჯაფარიძე - ზოგი საქეიფოდ არის და ზოგი უქეიფოდ, ეს არის პრობლემა, ბევრად მეტი ხალხი უნდა გამოდიოდეს
„ზოგი საქეიფოდ არის და ზოგი უქეიფოდ, ეს არის პრობლემა, ბევრად მეტი ხალხი უნდა გამოდიოდეს“, - ამის შესახებ პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ აქციაზე მოსული ადამიანების რაოდენობით ხელისუფლება გიაგებს, რომ ქვეყანაში გაბრაზებული ხალხია, თუმცა ეს მათ უკან არ დაახევინებს. „დღეს საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ გაიგონ, რომ ამ ქვეყანაში არის გაბრაზებული ხალხი, მაგრამ რაოდენობა არაა საკმარისი, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხიოს და შეზღუდვები მოხსნას. ბევრად მეტი ადამიანი უნდა იყოს აქ, გაცილებით მეტი. ბევრად მეტი ადმიანია ამ შეზღუდვებით გამწარებული, მაგრამ ან მოსვლას ვერ ახერხებენ, ან არ თვლიან რომ ამ ფორმით უნდა გააპროტესტონ, ზოგს პარტიებთან ერთად დადგომა არ უნდა, ზოგს სცივა, ზოგი საქეიფოთ არის და ზოგი უქეიფოდ. ეს არის პრობლემა, ბევრად მეტი ხალხი უნდა გამოდიოდეს თუ მართლა გვინდა, რომ ხელისფულებამ ეს შეზღუდვები მოხსნას. თუ შეზღუდვები არ მოიხსნება, ეს დაარტყამს ყველას, არამარტო იმ ადამიანებს, ვინც დღეს არის შემოსავლის გარეშე, არამედ ყველას“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)