|
2015-10-02 16:16:53, 906 ნახვა
საზოგადოება
ალეკო ელისაშვილი: კომპანია, რომელიც პეკინზე, საბავშვო ბაღის ადგილას კორპუსს აშენებს, შს მინისტრის მოადგილეს ეკუთვნის
წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის მომიჯნავე ტერიტორიაზე, პეკინის #23ა-ში საბავშვო ბაღის დანგრევას, ტყე -პარკის განადგურებას და მათ ადგილას ( ავარიული კორპუსებიდან 6 მეტრში) 17-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპირებენ. თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის მტკიცებით, დოკუმენტს, რომელიც მშენებლობის ნებართვის უფლებას იძლეოდა ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს. კომპანიის უკან შინაგაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ზურაბ გამეზარდაშვილი დგას. „ ამ კომპანიის უკან დგას , შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ზურაბ გამეზარდაშვილი, კომპანიას ჰქვია „ელზურო“. გამეზარდაშვილს იმის განათლებაც არ ეყო, რომ თავისი სახელი არ „ჩაეკვეხებინა“ კომპანიის სახელწოდებაში. ღარიბაშვილმა მოაწერა იმ დოკუმენტს ხელი და მერე გადასცა გამეზრდაშვილს. იგი იყო საქმის კურსში, იმიტომ, რომ ამ მშენებლობას მფარველობს შსს. სხვა ვერ გაბედავდა ამას. ნებართვა გაცემულია თუ არა, ეს არ მაინტერესებს არც მე და არც ხალხს. ეს არის მავნებლური ნებართვა, როგორც გასცა ისევე უნდა გააუქმოს მერიამ. ეს არის მავნებლური პროცესი, რომელსაც არ ახლავს არანაირი ინფრასტრუქტურული განაშენიანება, რომელსაც უნდა გაანადგუროს საბავშვო ბაღი, სკვერი. ხალხი ძალიან აქტიურობს, 24 საათიანი მორიგეობა აქვთ. მათ გვერდით ვდგავარ მეც, მერია და საბურთალოს გამგეობა, ნარმანიას გარდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს კორპუსი არ აშენდება“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი. „ექსპრესნიუსი“ კომენტარისთვის ზურაბ გამეზარდაშვილის მხარესაც დაუკავშირდა. კომენტარი სასაზღვრო პოლიციის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა ბაბილოძემ გააკეთა, რომელმაც ბრალდება კატეგორიულად უარყო. „ ამ ფაქტს არ ვადასტურებთ. ვინც ახმოვანებს ამას დადოს დოკუმენტარლური მტკიცებულებები. რატომ ფიქრობენ, რომ ამ მშენებლობის უკან არის ზურაბ გამზერდაშვილი? ამას დოკუმენტალურად დამტკიცება სჭირდება. რაც შეეხება კომპანიის სახელწოდებაში ბატონი ზურაბის სახელის ფიგურირებას, სასაცილოა. რატომ დაარქმევდა თავის სახელს, როდესაც საქმე ასეთ პრობლემურ მშენებლობას ეხება“, - აღნიშნა „ექსპრესნიუსთან“ ლაშა ბაბილოძემ.
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)