09:00 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-22 12:57:17, 528 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენის განცხადებით, მისი ეროვნული სტრატეგია არა პოლიტიკაზე, არამედ მეცნიერებაზეა დაფუძნებული

ჩვენი ეროვნული სტრატეგია ყოვლისმომცველია, ის დაფუძნებულია არა პოლიტიკაზე, არამედ მეცნიერებაზე. არა უარყოფაზე, არამედ სიმართლეზე, - ამის შესახებ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

პრეზიდენტმა პირველ სამუშაო დღეს ყურადღება გაამახვილა ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაზე, ასევე კორონავირუსის პანდემიის კონტროლზე და ხელი მოაწერა რამდენიმე აღმასრულებელ ბრძანებას.

ამასთანავე, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია 198 გვერდისგან შედგება და თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი აღნიშნავს, მისი პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში, 50 მილიონ ადამიანს ვაქცინის 100 მილიონი დოზა გაუკეთდება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics