|
2015-10-02 14:45:34, 707 ნახვა
სამართალი
აშშ-ის ნარკოტიკებისა და სამართალდაცვის საქმეთა საერთაშორისო ბიუროს კინოლოგიის პროექტი დასრულდა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში, კინოლოგიის პროექტის დასრულების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში თბილისის აეროპორტის სპეციალური დანიშნულების სწრაფი რეაგირების რაზმის წარმომადგენლებმა ნარკოტიკების მოძიებაზე გაწვრთნილ ძაღლებთან ერთად წარმოადგინეს სიმულაციური ჩვენება - ბარგსა და ხელბარგში დამალული ნარკოტიკული საშუალებების პოვნისა და ამოღების პროცესი, რომელშიც ხუთი ძაღლი მონაწილეობდა. ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი, ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებისა და სამართალდაცვის საქმეთა საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები. კინოლოგიის პროექტი დაიგეგმა და განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებისა და სამართალდაცვის საქმეთა საერთაშორისო ბიუროს პროგრამის ფარგლებში. პროექტის მეშვეობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბაზაზე შეიქმნა თბილისის აეროპორტის სპეციალური დანიშნულების სწრაფი რეაგირების რაზმი, რომლის ამოცანა ძაღლების დახმარებით ნარკოტიკების აღმოჩენა და ნარკოდანაშაულებრივი ჯგუფების მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეების მნიშვნელოვანი შემცირებაა. სწრაფი რეაგირების რაზმის ეფექტურად მუშაობის მიზნით, 2013 წლის ივნისში შემოსავლების სამსახურსა და შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და საექსპერტო–კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს შორის გაფორმდა მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ. ნარკოტიკების მაძიებელი ძაღლები, რომელთა დანიშნულება მგზავრების, ბარგისა და საფოსტო გზავნილების შემოწმებაა, აშშ-ის ნარკოტიკის მოხმარების კონტროლის ადმინისტრაციამ (DEA) გაწვრთნა. პროექტის ფარგლებში, 2014 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართა კინოლოგთა რვაკვირიანი ტრენინგი, რომლის დასრულების შემდეგაც სერტიფიცირებული კინოლოგები გაწვრთნილ ძაღლებთან ერთად ჩამოვიდნენ.
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)