|
2021-01-20 11:36:50, 1455 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში 6-დან 11-წლამდე ასაკის კოვიდგადატანილ პაციენტებში პოსტკოვიდური სინდრომი გამოვლინდა
საქართველოში 6-დან 11-წლამდე ასაკის პაციენტებში, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, პოსტკოვიდური სინდრომი გამოვლინდა. ამის შესახებ იაშვილის ბავშვთა სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. „ვლინდება კორონავირუსის გართულება. ეს გართულება შეიძლება გამოვლინდეს დაავადების მიმდინარეობის მწვავე პერიოდში, მაგრამ შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ვლინდება კორონავირუსის გადატანიდან 2-6 კვირის შემდეგ. ყველაზე წამყვანი და ძირითადად გახლავთ ტემპერატურული რეაქცია. ტემპერატურული რეაქციის მატება, ოღონდ არა ჩვეულებრივი არამედ 38 გრადუსი და მეტი განიხილება როგორც ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომი ამ სინდრომის დიაგნოსტიკისთვის. ყველაზე ხშირად ზიანდება კუჭ-ნაწლავის სისტემა, თან ახლავს გულისრევა, ნაწლავთა მოქმედების გახშირება, მუცლის ტკივილი. ხშირად ზიანდება კანი, კანზე გამონაყარიც ხშირია, ლორწოვანი გარსი, დამახასიათებელია ფეხებისა და ხელების შეშუპება“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)