|
2015-10-02 12:20:49, 648 ნახვა
ეკონომიკა
„ვისოლი“, “სმარტი” და “დანკინ დონატსი” წამახალისებელ აქციას იწყებენ
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთგული მომხმარებლისთვის გრანდიოზული აქცია დაიწყო. „ვისოლსა“ და „სმარტში“ ყოველი 50 ლარის შენაძენზე საჩუქრად გაიცემა უგემრიელესი დონატის ერთი ვაუჩერი ამერიკული რესტორნების ქსელის „დანკინ დოატსისგან“. აქცია თბილისში, გორსა და წყნეთში არსებულ „ვისოლისა“ და „სმარტის“ ქსელში ვრცელდება და ერთგულებისათვის მომხმარებლის წახალისებას ისახავს მიზნად. “„ვისოლ ჯგუფისთვის“ საამაყოა ის, რომ ყოველდღიურად 120 000-ზე მეტი ადამიანი „ენდობა ხარისხს“, რომელსაც „ვისოლი“, „სმარტი“ და „დანკინ დონატსი“ ქმნიან. შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, რომლებიც ყოველდღიურად „ვისოლის“ მიერ შეთავაზებული „ეკოს“ უმაღლესი ხარისხით საწვავით მგზავრობენ, გრძნობენ „ხარისხს დეტალებში“ სუპერმარკეტების ქსელ „სმარტში“ და “დანკინ დონატსის” ხშირი სტუმრები არიან. გვსურს თითოეული მათგანი წავახალისოთ და გემრიელი საჩუქარი გადავცეთ ერთგულებისათვის”,- აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართი ქსელი აქვს საქართველოში და ნავთობპროდუქტების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. 2014 წლის თებერვლიდან „ეკოს“ უმაღლესი ხარისხის საწვავი ექსკლუზიურად მხოლოდ „ვისოლის“ ქსელში იყიდება. „ვისოლი“ ინოვატორია საქართველოს ნავთობსექტორში და უმაღლესი ხარისხის საწვავისა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია. „ვისოლ ჯგუფმა“ სუპერმარკეტების ქსელის „სმარტის“ განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“ სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, საბურთალოზე, წყნეთში, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, გუდაურში, ბათუმში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე. „დანკინ დონატსი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 65 წელია წარმატების ისტორიას ქმნის მთელს მსოფლიოში. „დანკინ დონატსის“ რესტორნებში ugemrielesi donatebis garda, მომხმარებელს საშუალება აქვს დააგემოვნოს სენდვიჩების დიდი ასორტიმენტი, ფუნთუშეული, ცივი და ცხელი სასმელები, უმაღლესი ხარისხის ესპრესო, კაპუჩინო, ლატე, ჩაი, მაფინები და კრუასანების გამოყენებით შექმნილი სხვადასხვა კერძები.
(R)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)