03:53 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-16 16:47:26, 948 ნახვა

მსოფლიო
ნიდერლანდების მთავრობა და პრემიერი სკანდალის გამო გადადგნენ

ნიდერლანდების მთავრობა, ათასობით მოქალაქის თაღლითობაში არასწორად დადანაშაულების გამო, გადადგა.

ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, აღნიშნული ბავშვებისთვის გათვალისწინებული ფულადი დახმარების მიღებას უკავშირდება. ნიდერლანდების მთავრობამ ათასობით მოქალაქე მოცემული დახმარების მიღების მიზნით თაღლითობაში დაადანაშაულა.

პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ მთავრობის გადადგომის შემდეგ განაცხადა, რომ სკანდალისთვის პასუხისმგებლობა „საბოლოოდ მხოლოდ მოქმედ კაბინეტს ეკისრება“.

„პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივ სისტემაში ყველა დონეზე დაშვებულია შეცდომები, რამაც დიდი უსამართლობა გამოიწვია ათასობით მშობლის მიმართ“, - აღნიშნა მან.

როგორც რუტემ დასძინა, ახალი მთავრობის არჩევნები მარტის შუა რიცხვებში ჩატარდება. მანამდე ამჟამინდელი ადმინისტრაცია დარჩება და „გააკეთებს იმას, რაც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია“.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics