|
2021-01-13 21:30:20, 845 ნახვა
კომენტარი
დასავლეთ საქართველოს მუფთი - იმედი მაქვს ერთი ერის წარმომადგენლები ცხოვრებას ისევ მეგობრულად გააგრძელებენ
„იმედი მაქვს ერთი ერის წარმომადგენლები ცხოვრებას ისევ მეგობრულად გააგრძელებენ“, - ამის შესახებ დასავლეთ საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ყოველგვარი ძალადობა და დაპირისპირება მიუღებელია. „პირველ რიგში, მინდა, აღვნიშნო, რომ ძალიან სამწუხაროა, რაც გუშინ სოფელ ბუკნარში მოხდა. ყოვლად მიუღებელია ძალადობა და დაპირისპირება. სხვადასხვა პრობლემების მოგვარების ერთადერთი უალტერნატივო გზა არის დიალოგი და მოლაპარაკება. გუშინ, როგორც კი ეს ამბავი შევიტყვე, ჩავედი ბუკნარში, გახლდით ადგილზე, იქ გავესაუბრე ჩვენს მლოცველებს. თვითონ მლოცველებიც გამოთქვამენ გულისტკივილს, რომ ასეთი არასასიამოვნო ფაქტების მომსწრე არის სოფელი და გამოთქვამენ მზაობას, რომ დასტაბილურდეს სიტუაცია. ოღონდ მათ ხელი არ შეეშალოთ ლოცვების გაგრძელებაში. ლოცვები რამდენიმე თვეა, ტარდება. ჩვენ დღეს ყველა ერთად უნდა გავისარჯოთ, უნდა ვიზრუნოთ – სახელმწიფომ, საზოგადოებამ, სასულიერო პირებმა, იგივე მასმედიამ, რომ დასტაბილურდეს სიტუაცია და ჩვენ ვიყოთ კონსტიტუციით აღიარებული აღმსარებლობის თავისუფლების გარანტი. მინდა, ყველას ვუსურვო მშვიდობა და იმედი მაქვს, რომ პირველ რიგში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, დღეს როგორც მაცნობეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ, ძალიან კმაყოფილი დარჩნენ იქ მლოცველები, ყველაფერი უმოკლეს ხანში დასტაბილურდება და ისევ ერთად, მეგობრულად გააგრძელებენ ერთ სოფელში ცხოვრებას ერთი ერის წარმომადგენლები“, – განაცხადა ადამ შანთაძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)