2021-01-08 15:15:22, 910 ნახვა
მსოფლიო
„ფაიზერის“ განცხადებით, მათი ვაქცინა კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ ეფექტური აღმოჩნდა
კომპანია ,,ფაიზერის" განცხადებით, მათი ვაქცინა კორონავირუსის ,,ბრიტანულ" და ,,სამხრეთ აფრიკულ" ვარიანტებში აღმოჩენილი მუტაციის მიმართ ეფექტურია.
ამის შესახებ ინფორმაციას ,,ასოშიეითედ პრესი" ავრცელებს.
ტექსასის უნივერსიტეტის სამედიცინო ფილიალის მეცნიერებმა ლაბორატორიული კვლევისას ,,ფაიზერისა" და ,,ბიოენტექის" ვაქცინით აცრილი 20 ადამიანის სისხლის ნიმუში შეისწავლეს.
ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ ადამიანების სისხლში გამომუშავებული ანტისხეულები წარმატებულად იცავენ ორგანიზმს კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირებისგან.
აღნიშნული კვლევა ჯერ მხოლოდ წინასწარია და სამედიცინო კვლევის საწყის ეტაპს წარმოადგენს. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ შედეგები დამაიმედებელია და კორონავირუსის ახალი შტამი მათი ვაქცინისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,