|
2020-12-31 15:12:50, 694 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის უფროსმა უწყების თანამშრომლებს დამდეგი ახალი წელი ,,ყაზბეგის“ საბაჟო გამშვები პუნქტიდან მიულოცა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,ყაზბეგს“ ესტუმრა და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილესთან ვლადიმერ ხუნდაძესა და საბაჟო დეპარტამენტის უფროსთან მამუკა ჯანგულაშვილთან ერთად ახალი წლის დადგომა იმ მებაჟე ოფიცრებს მიულოცა, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ,,მთლიანად შემოსავლების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს. მინდა მადლობა გადავუხადო მათ კეთილსინდისიერი შრომისთვის და ვუსურვო ჯანმრთელობა, სიკეთე და უდიდესი სიმტკიცე, რათა კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც ჩვენ გველოდება 2021 წელს ღირსეულად იქნეს დაძლეული. თითოეული თქვენგანის წარმატება არის ჩვენი სამსახურის და ქვეყნის წარმატება. COVID-19-ით გამოწვეული პანდემია უდიდეს გამოწვევად იქცა, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე, საქართველოსთვის. თავისი მასშტაბურობით მან სრულიად შეცვალა ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობა. მაშინ როდესაც, ბევრი უწყება მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულები: საბაჟო დეპარტამენტი, ასევე, საგადასახადო მონიტორინგისა და მომსახურების დეპარტამენტები მუშაობას განსაკუთრებულ რეჟიმში განაგრძობენ. პანდემიის პირობებში, ისინი საქართველოს მთავრობასა და შესაბამის უწყებებთან კოორდინირებულად, 24-საათიან რეჟიმში იმყოფებიან. განსაკუთრებული მადლობა მებაჟე ოფიცრებს, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე, ამ წუთებშიც კი უდიდესი პასუხისმგებლობით ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას, იცავს ქვეყნის ეკონომიკურ საზღვარს და თავდაუზოგავად ემსახურება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს. - აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა და მებაჟე ოფიცრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. უწყების ხელმძღვანელი ადგილზე დაესწრო საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისა და საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთის პროცედურების კონტროლს.
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)