08:59 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-31 11:13:40, 817 ნახვა

სამართალი
გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახური უქმე დღეებშიც ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს

საქართველოში, 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით, გამოცხადებულია უქმე დღეები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები, ქვეყნის მასშტაბით, ინსპექტირებას მხოლოდ კრიტიკულად მნიშვნელოვანი შემთხვევების დროს განახორციელებენ.  

გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახური კი, უქმეების მიუხედავად, შეუზღუდავად იმუშავებს - დეპარტამენტის თანამშრომლები, სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ შეტყობინებებზე დაუყოვნებლივ მოახდენენ რეაგირებას. ასევე, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ  პატრულირების ეკიპაჟები, რომლებიც გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების გამოვლენის, აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან პატრულირებას განახორციელებენ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics