|
2020-12-30 21:13:42, 770 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თაკო ჩარკვიანი და გიორგი ვაშაძე ოპოზიციის ჯანსაღ მხარეს დგანან
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თაკო ჩარკვიანი და გიორგი ვაშაძე ოპოზიციის ჯანსაღ მხარეს დგანან. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. „საარჩევნო რეფორმა არის ის მაკონსოლიდირებელი საკითხი, რომელიც იქნება ტესტი ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის, არის თუ არა პოლიტიკური პარტია მომავალზე ორიენტირებული და აქვს თუ არა მას დემოკრატიულობის პრინციპები. ალეკო ელისაშვილი გახლავთ ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი, თუ რა პროცესები მიდის ოპოზიციის შიგნიდან, რამდენად არადემოკრატიულია ეს ე.წ. გაერთიანება თავის თავში. როგორც კი ალეკო ელისაშვილმა, „გირჩის“ წევრებმა თუ სხვა ოპოზიციონერებმა ოდნავ განსხვავებული დამოკიდებულება თუ მოსაზრება დააფიქსირა, თქვენ ნახეთ, როგორი თავდასხმები იყო მათზე. როგორი ზეწოლა და ორკესტრირებული შეტევა იყო ოპოზიციის კონტროლირებული ტელევიზიებიდან და ლიდერებისგან, რომლებსაც, რეალურად, მიჰყავთ, ეს პოლიტიკური შანტაჟის სქემა. ამიტომ, მე მგონია, რომ ჯანსაღი პოლიტიკური პირი, ლიდერი, აუცილებლად გამოიტანს აქედან დასკვნებს. რაც შეეხება გიორგი ვაშაძეს და თაკო ჩარკვიანს - აქაც გეტყვთ, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისინი არიან ოპოზიციის ჯანსაღ მხარეზე და მათაც აინტერესებთ პროცესები სტაბილური მმართველობის, საპარლამენტო პოლიტიკის და კიდევ უფრო გაუმჯობესებული არჩევნებით გაგრძელდეს“, - განაცხდა არჩილ თალაკვაძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)