|
2020-12-30 20:06:54, 812 ნახვა
კომენტარი
ზაალ უდუმაშვილი - ჩვენი პარტიიდან არც ერთი დეპუტატი არ აპირებს დარიცხულ ხელფასებს ხელი მოკიდოს
„ჩვენი პარტიიდან არც ერთი დეპუტატი არ აპირებს დარიცხულ ხელფასებს ხელი მოკიდოს“, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პარტიას ჯერ არ გადაუწყვეტია რა დანიშნულებით გამოიყენებს პარტია სადეპუტატო ხელფასებს. „მე ვფიქრობ, ესეც მორიგი სიცრუეა. ძალიან მარტივი იქნებოდა, რომ კობახიძეს კონკრეტული გვარები დაესახელებინა, ვინ მოითხოვა ხელფასის ჩარიცხვა და მერე ეს პოლიტიკოსები თავად გასცემდნენ პასუხს. ვინაიდან ზოგადი, ბუნდოვანი განცხადება გააკეთა, ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად ასეთი ფაქტები არ არსებობს. რაც შეეხება პარლამენტის იმ წევრებს, რომლებსაც დაერიცხათ ხელფასი იმიტომ, რომ ისინი წინა მოწვევის პარლამენტში იყვნენ, ახლა ჩვენი პარტიიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი დეპუტატი არ აპირებს ხელი მოკიდოს ამ ფულს. ამ ფულს გამოვიყენებთ ქველმოქმედებისთვის, ან რაღაც სხვა მიზნებისთვის, ან ისევ ხაზინაში დავაბრუნებთ. დავსხდებით და ამაზე მოვილაპარაკებთ, მივიღებთ საერთო გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)