|
2020-12-30 10:42:32, 903 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები, საახალწლო უქმეების შემდეგ, მუშაობას 4 იანვრიდან განაახლებენ
იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები, საახალწლო უქმეების შემდეგ, მუშაობას 2021 წლის 4 იანვრიდან განაახლებენ და მოქალაქეებს კვლავ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 18:00 საათამდე მოემსახურებიან. ფილიალები მხოლოდ შობის დღესასწაულზე - 7 იანვარის დაისვენებენ. 4 იანვრიდან 15 იანვრამდე პერიოდში, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მოემსახურებიან იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სერვისის მიღება დისტანციურად, პორტალ my.gov.ge-ზე არ შეუძლიათ ან ესაჭიროებათ ისეთი მომსახურება, რომელიც დისტანციურად არ გაიცემა. იუსტიციის სახლის სერვისების უმრავლესობა დისტანციურადაა ხელმისაწვდომი, თუმცა, თუ მოქალაქე ვერ ახერხებს დისტანციურად სერვისებით სარგებლობას ან ისეთი მომსახურება სჭირდება, რომლისთვისაც ადგილზე ყოფნა აუცილებელია, მაგალითად, პირველადი პირადობის ელექტრონული მოწმობის ან ბიომეტრიული პასპორტის მიღება, მას შეუძლია, მიმართოს იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით. ისეთ გადაუდებელ მომსახურებას, როგორიც არის გარდაცვალების პირველადი მოწმობის გაცემა, მოქალაქე კვირის დღეებში მიიღებს ვიზიტის დაჯავშნის გარეშე, ხოლო შაბათ-კვირას – მხოლოდ ელექტრონული ფორმით. რაც შეეხება დაბადების მოწმობას, კვირის დღეებში სერვისი გაიცემა ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით, ხოლო შაბათ-კვირას – მხოლოდ ელექტრონული ფორმით. 2021 წლიდან იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში სერვისის მიღება კვლავ წინასწარი დაჯავშნის პრინციპით იქნება შესაძლებელი პორტალიდან – my.gov.ge.. ელექტრონული სისტემა მომხმარებელს ხუთენოვან სერვისს სთავაზობს - დაინტერესებული პირი ვიზიტის დაჯავშნას ქართულ, აფხაზურ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე შეძლებს. იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში სერვისის მისაღებად მოქალაქე: · ვიზიტის დასაჯავშნად უნდა ეწვიოს ვებგვერდს – my.gov.ge; · პორტალზე განთავსებულ კალენდარში უნდა ჩანიშნოს თარიღი და დრო იუსტიციის სახლის ფილიალში ვიზიტისათვის, რის შემდეგაც მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, სადაც აღნიშნული იქნება ვიზიტის თარიღი, ადგილი და დრო; ასევე, მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელსაც ის წარადგენს იუსტიციის სახლში ვიზიტისას. მნიშვნელოვანია, რომ · წინასწარი დაჯავშნის გარეშე იუსტიციის სახლში მისული მომხმარებელი შენობაში ვერ მოხვდება; · ფილიალში მისულ პირს აუცილებლად უნდა ეკეთოს პირბადე, ნიღბის გარეშე ის შენობაში არ დაიშვება. იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები 2021 წლიდან შაბათს და კვირას კვლავ არ იმუშავებენ. მიუხედავად ამისა, შაბათ-კვირას იმ სერვისების გაცემა, რომლებიც მოქალაქეებს ხშირად გადაუდებლად სჭირდებათ, დისტანციურად იქნება შესაძლებელი; კერძოდ, დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო შაბათ-კვირას ელექტრონული ფორმით გასცემს. მოქალაქეს, ვისაც დაბადების ან გარდაცვალების რეგისტრაცია სურს, შეუძლია, სააგენტოს სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად მიმართოს. ამისათვის დაინტერესებულმა პირმა განაცხადი უნდა გააკეთოს ელექტრონულ პორტალზე – www.my.gov.ge.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)