20:26 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-29 11:47:13, 620 ნახვა

საზოგადოება
ნათია თურნავას განცხადებით, ადგილობრივი კვების წარმოებას კომერციული ტარიფის ფასნამატის 50% დაუსუბსიდირდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ადგილობრივი კვების წარმოებას, კომერციული ტარიფის ფასნამატის 50% დაუსუბსიდირდება.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით არსებული წნეხი კვების პროდუქტებზე აღარ აისახება.

„ვინაიდან ტარიფების გადახედვა ხდება არამხოლოდ მოსახლეობის ნაწილში, არამედ კომერციული მომხმარებლების ნაწილშიც, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე დიდი რისკი იმისა, რომ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა აისახოს ფასებში არის სწორი კვების მრეწველობა. ეს იქნებოდა მტკივნეული ისევ და ისევ ჩვენი მოსახლეობისთვის, რომელიც ისედაც კრიზისულ ვითარებაში იმყოფება და შესაბამისად, ყველამ ერთად უნდა აღვადგინოთ ეკონომიკა და ამიტომ დავეხმაროთ მათ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომერციული ტარიფის ნაზარდულს, ფასნამატის 50% შემდგომის წლის განმავლობაში დაუსუბსიდირდებათ ადგილობრივი კვების წარმოებას. აქედან გამომდინარე, ეს წნეხი აღარ იქნება ასახული საბოლოო ჯამში სამომხმარებლო ფასებში კვების პროდუქტებზე, რაც მერწმუნეთ, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics