|
2020-12-28 12:44:13, 541 ნახვა
საზოგადოება
შრომის ინსპექციამ სოციალური ღონისძიებების გამართვისთვის 2 ობიექტი დააჯარიმა
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, 26-27 დეკემბრის მონიტორინგის ფარგლებში, სოციალური ღონისძიებების გამართვისთვის 2 ობიექტი დაჯარიმდა. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, 69 ობიექტის გადამოწმებისას დადგინდა, რომ საქმიანობას პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით ანხორციელებდნენ. „მოგახსენებთ 2020 წლის 26-27 დეკემბრის ერთობლივი მონიტორინგის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს. სულ განხორციელდა 2779 აქტივობა. ძირითადი აქცენტი გაკეთებულია თბილისში, ქუთაისში, იმერეთში და ზოგადად, აჭარის რეგიონში. შემოწმდა 54 სავაჭრო მოლის ტერიტორია და მასში არსებული 1791 ობიექტი. მონიტორინგით დადასტურდა, რომ 20 ობიექტი, რომელიც პროტოკოლით განსაზღვრული რეკომენდაციების შესაბამისად სრულად შემოწმდა, აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. 843 ობიექტზე პრევენციული მიზნობრიობიდან გაიცა სიტყვიერი გაფრთხილება, 69 ობიექტის გადამოწმებისას დადგინდა, რომ საქმიანობას პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით ანხორციელებდნენ. სამწუხაროდ, დაჯარიმდა 2 ობიექტი სოციალური ღონისძიებების გამართვისთვის. ზოგადი სტატისტიკა 2020 წლის 28 ნოემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით ასეთია, რომ ჯამში განხორციელებულია 37 095 აქტივობა, საიდანაც ზედამხედველობის შედეგად ცნობიერების ამაღლების მიმართულებით განხორციელდა 24 337 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)