19:03 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-27 15:00:30, 1158 ნახვა

მსოფლიო
ირანის ქალაქ თეირანში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად დაახლოებით 10 ალპინისტი გარდაიცვალა

ირანში, თეირანის ჩრდილოეთით მდებარე მთებში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად არაზუსტი ცნობებით 10 ალპინისტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით „ბი ბი სი“ ავრცელებს.

ადგილი, სადაც ზვავი ჩამოწვა „ალბორზის ქედის“ სახელითაა ცნობილი და მთამსველელებში პოპულარობით გამოირჩევა.

აცხადებდნენ, რომ რამდენიმე დღის მანძილზე აქ ამინდის მკვეთრი გაუარესება შეინიშნებოდა.

ამჟამად ადგილზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს - გადაარჩინეს 14 ალპინისტი, 7 კი ისევ დაკარგულად ითვლება.

გარდაცვლილთა შორის არიან პოლიტიკური აქტივისტი, აკადემიკოსი, ექიმი და ალპინიზმის ინსტრუქტორი.

გეტყვით იმასაც, რომ ზოგიერთმა ადამიანმა დაწერა  GPS  სისტემების გაუმართაობის შესახებ, თუმცა ჯერჯერობით მომხდარი ფაქტის შესახებ დამატებითი კონკრეტული ცნობები არ მოიპოვება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics