11:59 - 15 Jul, 2026
|
2015-09-30 13:48:10, 916 ნახვა
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა კანონდარღვევის ფაქტი გამოავლინეს
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა 27 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ვალე“ დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის საქონლის მალულად, კანონდარღვევით ქვეყნიდან გატანის ფაქტი გამოავლინეს. "მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე დაათვალიერეს ავტობუსი, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე დ. ტ. დათვალიერებისას, მებაჟე ოფიცრებმა ავტობუსში მოწყობილ სპეციალურ სამალავში აღმოაჩინეს: მობილური ტელეფონის ელექტრონული სქემა - 5298 ცალი, მობილური ტელეფონი - 19770 ცალი და ფილტრიანი სიგარეტი - „WINSTON“ - 17000 კოლოფი",-ნათქვამია სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადებაში. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეცა.
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
ყაველაშვილი დოჰაშია, სადაც კატარის სახელმწიფოს ემირს შეხვდება და ყოფილი ემირის გარდაცვალებას მიუსამძიმრებს
შსს: ნარკოდანაშაულისთვის 121 ადამიანი დავაკავეთ, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები
სახელმწიფოს ქონების ქურდობისთვის დაკავებული ლევან გამრეკელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)