17:37 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-25 21:09:03, 1175 ნახვა

მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშვნა მიულოცა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშვნა მიულოცა.

ამის შესახებ ინფორმაციას „არმენპრესი“ ავრცელებს.

ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მომავალშიც განვითარდება.

„მიიღეთ თბილი მილოცვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე თქვენს ხელახალ დანიშვნასთან დაკავშირებით. გისურვებთ ახალ წარმატებებს ყველა წამოწყებაში მოძმე საქართველოს საკეთილდღეოდ.

წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენს მთავრობებსა და პირადად ჩვენ შორის შეიქმნა ჩვენს ერებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ისტორიულ კავშირებზე, კულტურულ და ცივილიზებულ საერთო საფუძვლებზე დამყარებული ეფექტიანი და ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის ატმოსფერო.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მომავალშიც განვითარდება ყველა იმ მიმართულებით, რომლებიც ჩვენს საერთო ინტერესს წარმოადგენს, ჩვენი ქვეყნებისა და ერების საკეთილდღეოდ“, - ვკითხულობთ ფაშინიანის მისალოც გზავნილში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics