|
2020-12-24 16:47:32, 410 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: სახელმწიფოს მიერ გაცემული დაფინანსება იყო მიზნობრივი და ის სოციალური ზეწოლა, რაც პანდემიამ გამოიწვია, იყო მაქსიმალურად შემცირებული
სახელმწიფოს მიერ გაცემული დაფინანსება იყო მიზნობრივი და ის სოციალური ზეწოლა, რაც პანდემიამ გამოიწვია, იყო მაქსიმალურად შემცირებული, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. „ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა შეფასდა ძალიან მაღალი ნდობის მქონე უწყების მიერ. სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, ძირითადად, შეფასებულ იქნა როგორც ეფექტიანი. მიზანმიმართული იყო ჩვენი დახმარების პაკეტი. საკმაოდ მაღალი იყო სამიზნე ჯგუფების შერჩევის კრიტერიუმები. რომ არა ის ინტერვენციები, რაც სახელმწიფომ განახორციელა, ჩვენს ქვეყანაში სოციალური ფონი ბევრად მძიმე იქნებოდა, ბევრად მძიმე იქნებოდა თითოეული ჩვენი მოქალაქის მდგომარეობა. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ პანდემიიდან გამომდინარე პრობლემები არ არსებობს; აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენს მიერ რესურსები ეფექტანად და მიზნობრივად დაიხარჯა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)