04:44 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-29 16:24:27, 680 ნახვა

საზოგადოება
ახალი ავტობუსების შემოყვანამდე მგზავრებს საფრთხე ემუქრებათ

 

ყვითელი ავტობუსებით გადაადგილება სახიფათოა, - ეს განაცხადა „ექსპრესნიუსთან“ დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატების“ მოძრაობის წევრმა შალვა ოგბაიძემ გააკეთა.

„ ამის თქმის საფუძველს ავტობუსების ფიზიკური მდგომარეობა მაძლევს. კერძოდ ეს არის: საბურავების, მუხრუჭების გაუმართაობა, შიგნით სანიტარული მდგომარეობა, საჭის ჯამური ფოლხვი, მაშუქი ელემენტები (აგრეთვე ის ელემეტები, რომელიც ზღუდავს მხედველობას). ამას ემატება გამონაბოლქვი, რომელიც სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. ეს საკითხი საკრებულოში არაერთხელ დასმულა. ჩემი პირველი მისვლისას საკრებულოში ნომერ პირველი საკითხი დედაქალაქის სატრანსპორტო სფეროში არსებული პრობლემა, მათ შორის ყვითელი მიკრო ავტობუსების საკითხი იყო. თუმცა ვისაც ამ საქმის გადაწყვეტა ევალება, იმას პასუხი არ აქვს. პასუხი ამაზე პირველ რიგში უნდა ჰქონდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას. გადაწყვეტილებაც მათ უნდა მიიღონ", - აღნიშნა შალვა ოგბაიძემ.

ის, რომ ავტობუსები შეცვლას საჭიროებს ამას იბიარდის დახმარებით მოტ მაკფონალდსის წინასწარი მდგომარეობის აღმწერი და სარეკომენდაციო კვლევაც ადასტურებს, სადაც იკვეთება, რომ აუცილებელია სამარშრუტო სქემის შექმნა და ავტობუსები აუცილებლად უნდა იყოს ადაპტირებული. ქალაქ თბილისის მერიაში განგვიცხადეს, რომ ავტობუსების პარკის განახლებაზე აქტიურად მიდის მუშაობა. უახლოეს მომავალში გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერიც.

„შესყიდვა განხორციელდება ეტაპობრივად. პირველ ჯერზე საერთაშორისო ტენდერის გზით მოხდება 200-მდე ავტობუსის შეძენა. ტექნიკური და ფინანსური დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია. ქალაქ თბილისის მერია აქტიურ პარნტნიორად განიხილავს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს“, _ აღნიშნეს ქალაქ თბილისის მერიაში.

იბიარდის კვლევის მიხედვით, თბილისისთვის ავტობუსების რაოდენობა 750-მდეა. ყოველ 380 ავტობუსზე საჭიროა ერთი მოდერნიზებული ავტობაზა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics