22:15 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-19 11:01:41, 1555 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსით ინფიცირებული 1 136 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 417 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 1 136-ის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 417 პირი იმყოფება.

აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 136 პირი, მათ შორის, თბილისში - 527, აჭარაში - 133, იმერეთში - 264. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 417 პირი, მათგან თბილისში - 212, აჭარაში - 37, იმერეთში - 56. 1 971 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 721 - თბილისში, 902 - აჭარაში, 127 - იმერეთში. 20 460 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics