2020-12-19 10:59:23, 1335 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 252 თბილისში, 495 იმერეთში, 197 კი აჭარაში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 252 თბილისში, 495 იმერეთში, 197 კი აჭარაში გამოვლინდა.
აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 904 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 252 შემთხვევა, აჭარა - 197, იმერეთი - 495, ქვემო ქართლი - 236, შიდა ქართლი - 158, გურია - 51, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 217, კახეთი - 152, მცხეთა-მთიანეთი - 80, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23",- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან