12:20 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-18 17:13:27, 602 ნახვა

სამართალი
ქუთაისი-ბაღდათის გზაზე ავარიის შედეგად მამა-შვილი დაშავდა

ქუთაისი-ბაღდათის გზაზე ავარიის შედეგად მამა-შვილი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი მოცურდა, რის შემდეგაც გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა მამა-შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ცნობისთვის, ქუთაისი-ბაღდათის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა 17 დეკემბერსაც მოხდა, რომელსაც 16 წლის მოზარდი და მისი მშობლები ემსხვერპლნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics