11:36 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-18 11:52:29, 492 ნახვა

კომენტარი
ვახტანგ გომელაური - გასულ წელთან შედარებით, დანაშაული 10 პროცენტით შემცირდა

„სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, გასულ წელთან შედარებით, დანაშაული შემცირდა 10 პროცენტით, მათ შორის ყაჩაღობა -42%,  გამოძალვა  -34%, ძარცვა -25%, ქურდობა -12%, მკვლელობის მცდელობა -5%“, - ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

მისი თქმით, რაც შეეხება 2020 წლის დანაშაულის სტატისტიკას, ოპონენტები   ხშირად ამბობენ, რომ ქვეყანაში კრიმინალმა  იმატა, რაც პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

„სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, გასულ წელთან შედარებით, დანაშაული შემცირდა 10 პროცენტით.

 რა თქმა უნდა გვაქვს მატება გარკვეულ დანაშაულებზე, რაზეც  ინფორმაციას საზოგადოებას ყოველთვიურად  ვაწვდით,  მაგალითისთვის: 

კიბერდანაშაულმა მოიმატა   24 პროცენტით, ოჯახში  ძალადობამ   8,5 პროცენტით, მკვლელობამ   11 პროცენტით იმატა, რაც   7 - ერთეულით მეტია.

იცით რომ კიბერდანაშაული არის  21-ე საუკუნის გამოწვევა  და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. ოჯახში ძალადობის მატების ტენდეცია კი განპირობებულია მზარდი მომართვიანობით, რაც წლების განმავლობაში  გამოწვევას წარმოადგენდა.

 

აუცილებელია შევეხოთ იმ პოზიტიურ ტენდენციებს, რაც გვაქვს

ისეთი კატეგორიის დანაშაულებზე, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე, კერძოდ:

•             ყაჩაღობა                                                 -42%

•             გამოძალვა                                   -34%

•             ძარცვა                                                            -25%

•             ქურდობა                                               -12%

•             შემცირდა ბინების გაქურდვის  ფაქტები -22%.

•             მკვლელობის მცდელობა        -5%

თქვენ გაეცანით ამ რეალურ ციფრებს, რაც  ასახავს ქვეყანაში არსებულ მდგომაროებას დანაშაულთან მიმართებაში. თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც მედია საშუალებებით მცირე ინციდენტებიც კი  ინტენსიურად შუქდება, რაც  ქმნის განცდას რომ დანაშაულმა იმატა.

 ჩვენ პატივს ვცემთ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას და სწორედ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევის შედეგია რომ მედია თავისუფალია,  ერთი კაბინეტიდან არ კონტროლდება და ნებისმიერი ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია“, - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics