03:09 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-14 12:57:55, 619 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - პირდაპირ გეუბნებით, მომდევნო 2 კვირა სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა გვექნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში მომდევნო 2 კვირის განმავლობაში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ გაიზრდება.

მისი თქმით, აღნიშნულის მიზეზი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების დიდი რაოდენობაა.

„ჯერჯერობით არავითარი თვითდამშვიდების საფუძველი არ გავქვს. ამიტომ, დაცული უნდა იქნას ყველა შემზღუდველი ღონისძიებები, პლიუს ნიღბის ტარება, დისტანცია, დიდი თავშეყრებისგან თავის არიდება და ასე შემდეგ. ჩვენ მომავალი ორი კვირა, პირდაპირ გეუბნებით, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებლის გაზრდა გვექნება, რადგან ადამიანების საკმაოდ დიდი რაოდენობა არიან კრიტიკულ მდგომარეობაში. დაახლოებით, 400-მდე პაციენტი ხელოვნურ ვენტილაციაზეა. მათ გადასარჩენად ყველაფერი კეთდება, თუმცა სტატისტიკის მიხედვით ჩვენ გვაქვს სიკვდილიანობის ზრდა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics