2020-12-10 13:19:25, 664 ნახვა
მსოფლიო
ავღანეთში ჟურნალისტი და ქალთა უფლებადამცველი მოკლეს
ავღანეთში ჟურნალისტი და ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტი, მალალაი მაივანდი მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ჟურნალისტის მანქანას შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. გარდაცვლილია მისი მძღოლიც. როგორც გამოცემა იუწყება, ხუთი წლის წინ მალაიას დედაც მოკლეს, ისიც ჟურნალისტის მსგავსაც უფლებადამცველი იყო.
როგორც „როიტერსი“ წერს, მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ტარიქ არიანმა განაცხადა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მოკლული ჟურნალისტების აბსოლუტური უმრავლესობა „თალიბანის“ მიერაა მოკლული.
„თალიბანის“ პრესსპიკერი, ზაბიჰულა მუჯაჰიდი კი დაჯგუფების თავდასხმასთან კავშირს უარყოფს.
ცნობისთვის, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მალალაი მაივანდი რიგით მეათე ჟურნალისტია, მათ შორის ვინც ავღანეთში მოკლეს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან