|
2020-12-08 12:53:32, 611 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ სეზონზე პირველად, ქვეყანაში გრიპის ვირუსი გამოჩნდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში უკვე გააქტიურდა „ბ“ ტიპის გრიპის ვირუსი. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, თუ მოსახლეობა პრევენციულ ღონისძიებებს დაიცავას, შესაძლოა, გრიპის სეზონი შედარებით რბილი აღმოჩნდეს. „ჩვენ ვაწარმოებთ ყოველკვირეულ მონიტორინგს და კვირაში ერთხელ ვანახლებთ გრიპის ვირუსისა და რესპირაციული ვირუსების ცირკულაციას ქვეყანაში. გუშინდელ მონიტორინგში უკვე პირველად გამოჩნდა, რომ „ბ“ ტიპის გრიპის ვირუსმა უკვე დაიწყო ცირკულაცია. ამ სეზონზე პირველად კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად გამოჩნდა უკვე გრიპის ვირუსიც. როგორც მოსალოდნელი იყო, დეკემბერში აქტიურდება გრიპიც. ჩვენ არ ვიცით რამდენად აქტიური იქნება წელს გრიპი. თუ ავიღებთ სამხრეთ ნახევარსფეროს გამოცდილებას, ზაფხულის გრიპი ნაკლებად აქტიური იყო. ამის ბევრი ვერსია არსებობს, მათ შორის ისიც, რომ მოსახლეობა მივეჩვიეთ პრევენციული ღონისძიებების დაცვას, პირბადის ტარებას და უფრო მეტი ადამიანი აიცრა გრიპის საწინააღმდეგოდ, უფრო მეტი იცავს დისტანციას და სანიტარულ წესებს. შესაძლებელია, რომ გრიპის სეზონი ოდნავ რბილი იყოს, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს“, - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ზამთრის სეზონზე პირბადის ტარება გახდეს სრულიად მანდატურული. „რესპირაციული ვირუსების სეზონი უფრო აქტიურ ფაზაში შედის, ამიტომ იმ ყველა პრევენციული ზომების დაცვა, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი - პირბადის ტარება უნდა გახდეს სრულიად მანდატურული. ოფიციალურად არის სრულიად მანდატურული, მაგრამ ყველამ უნდა გავითავისოთ ეს, რომ დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში აუციელებელია ყველგან პირბადის ტარება. ის დაგიცავთ გრიპისგან და კოვიდისგან.თუ ჩვენ დღეს პირბადის გამოყენების მაჩვენებელი 65%-ზე გვაქვს და მას ავიყვანთ 95%-ზე, სერიოზულად იქნება შემცირებული კოვიდის ახალი შემთხვევების რაოდენობა და შესაბამისად, ვიქნებით დაცული გრიპისგანაც“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)