|
2020-12-04 16:49:28, 618 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - მთავრობის მიერ საერთაშორისო სტატუსის მქონე IT კომპანიებისთვის შეღავათების დაწესების შემდეგ, საქართველოში კიდევ ერთი ამერიკული კომპანია შემოვიდა
„ისეთი ინდუსტრიების განვითარება, როგორიც აიტი ინდუსტრია, ინოვაციური ბიზნესი, დიჯიტალიზაციასთან დაკავშირებული სერვისები და მათი მწარმოებელი კომპანიები არიან, პოსტპანდემიური ეკონომიკის ერთ-ერთი მახასიათებელი იქნება", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრის თქმით, ამ ინდუსტრიას მთავრობა აქტიურად უწყობს ხელს. კერძოდ, ცოტა ხნის წინ მთავრობის გადაწყვეტილებით, IT კომპანიები, რომლებიც ექსპორტზე იქნება ორიენტირებული და მოიპოვებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსს, მოგების გადასახადისა და საშემოსავლო გადასახადის 5%-ს, რაც საკმაოდ სერიოზული შეღავათია. „მთავრობის გადაწყვეტილებას მალევე მოჰყვა პირველი შედეგი და როგორც უკვე იცით, საქართველოში ამერიკული IT კომპანი „ეპამი" შემოვიდა, რომელმაც დააფუძნა ადგილობრივი ოფისი და 1000-მდე ადგილობრივ მოსახლეს დაასაქმებს. ამ დღეებში კი გადაწყდა უკვე მეორე ამერიკული კომპანია „ექსადელის" საქართველოში შემოსვლა. პირველ ეტაპზე კომპანია საქართველოში 40-მდე ადამიანს დაასაქმებს, თუმცა ოპერირების გაფართოებასთან ერთად, დასაქმების მაჩვენებელსაც გაზრდის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხუთი წლის განმავლობაში სწორედ ამ სექტორის კომპანიები, რომლებიც საქართველოში გადმოვლენ და ადგილობრივებს დაასაქმებენ, ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში დაახლოებით 5%-იან კონტრიბუციას გააკეთებენ. ეს არის ჩვენი ამოცანა", - აღნიშნა ნათია თურნავამ. Exadel-ი 20 წლის წინ ამერიკაში, სილიკონ ველიზე დაარსებულიკომპანია, რომელიც დღეს 1000 თანამშრომელსა და 23 ოფისს აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, პოლონეთში, ლიტვაში, გერმანიაში, ბელარუსსა და სხვა ქვეყნებში.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)